ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ, მადრიდში სენიორებს შორის გამართული მსოფლიო თასის ტურნირი მოიგო. ფინალურ შეხვედრაში მან თურქი ენვერ ილდირიმი დამაჯერებლად, 15:8 დაამარცხა.
ბაზაძემ ტურნირში მონაწილეობა T64 ეტაპიდან დაიწყო. პირველ ეტაპებზე დაამარცხა იტალიელი, რუმინელი და ჩინელი ფარიკავეები, რის შემდეგაც მეოთხედფინალში გავიდა. მან რეიტინგის მეორე ნომერი, ფრანგი პატრის სებასტიანი 15:9 სძლია.
ნახევარფინალში სანდრომ კორეელ მეტოქეს 15:13 აჯობა და ფინალში გასვლით ისტორიული წარმატება დააგვირგვინა.