მსგავსი რამ კვარას დროს ექნათ - რამდენს გადაუხდის ნაპოლი დე ბრუინს ხელფასს » სპორტის ხაზი

მსგავსი რამ კვარას დროს ექნათ - რამდენს გადაუხდის ნაპოლი დე ბრუინს ხელფასს

მსგავსი რამ კვარას დროს ექნათ - რამდენს გადაუხდის ნაპოლი დე ბრუინს ხელფასს
გუშინ, 15:44
Aa Aa
გაზიარება:

ევროპული მედიის ცნობით, კევინ დე ბრუინი კარიერას დიდი ალბათობით იტალიაში გააგრძელებს – ბელგიელმა ნახევარმცველმა "ნაპოლისთან" შეთანხმებას მიაღწია და კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

სავარაუდოა, რომ გარიგება უკვე დასრულებულია და მისი ოფიციალური დადასტურება უახლოეს დღეებში მოხდება. გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლურმა კლუბმა დე ბრუინს ფინანსურად მომგებიანი პირობები შესთავაზა – მისი საერთო ანაზღაურება სამ წელიწადში 17 მილიონ ევროს შეადგენს.

პირველ ორ სეზონში ფეხბურთელი ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს, მესამე წელს კი – 5 მილიონს. შედარებისთვის, შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წლიური ანაზღაურება „ნაპოლიში“ 1.5 მილიონ ევროს შეადგენდა.

დე ბრუინის შესაძლო ტრანსფერი "ნაპოლისთვის" მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმ ეტაპზე, როცა გუნდი ახალი სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი