კვარაცხელიას მორიგი ტიტული! - "პსჟ" საფრანგეთის თასის გამარჯვებულია » სპორტის ხაზი

კვარაცხელიას მორიგი ტიტული! - "პსჟ" საფრანგეთის თასის გამარჯვებულია

კვარაცხელიას მორიგი ტიტული! - "პსჟ" საფრანგეთის თასის გამარჯვებულია
გუშინ, 00:57
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენმა" სეზონში მეორე ტიტული მოიპოვა — პარიზელებმა საფრანგეთის თასის ფინალში "რეიმსი" 3:0 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების ლიდერი თავდაპირველად სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოთელვაშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თავის ტკივილი იგრძნო, რის გამოც კლუბის სამედიცინო შტაბმა გარისკვაზე უარი თქვა და კვარაცხელია განაცხადიდან ამოიღო. მის ნაცვლად ძირითადში ბრედლი ბარკოლა ჩაერთო.

შეხვედრა პსჟ-ს სრული უპირატესობით წარიმართა — ბარკოლას დუბლითა და აშრაფ ჰაკიმის გოლით პარიზელები პირველივე ტაიმში 3:0 დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა, და ლუის ენრიკეს გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატს თასიც დაამატა.

აღსანიშნავია, რომ "პსჟ-ის" გამარჯვებამ გავლენა იქონია გიორგი მიქაუტაძის "ლიონის" მომავალზეც — თასის ფინალში "რეიმსის" დამარცხების შედეგად "ლიონი" მომავალ სეზონში კონფერენს ლიგის ნაცვლად ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

"პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 31 მაისს გამართავს — ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარიზული კლუბი მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება მიუნხენის "ალიანც არენაზე". კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ფინალამდე მონიტორინგის ქვეშ იქნება, თუმცა არსებული ინფორმაციით, სერიოზული რისკი არ არსებობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი