ბარკოლას დასასრული? - რა გადაწყვეტილება მიიღო პარი სენ-ჟერმენმა » სპორტის ხაზი

ბარკოლას დასასრული? - რა გადაწყვეტილება მიიღო პარი სენ-ჟერმენმა

ბარკოლას დასასრული? - რა გადაწყვეტილება მიიღო პარი სენ-ჟერმენმა
გუშინ, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ბრედლი ბარკოლას არაერთგვაროვანი სეზონი გამოსდის. ფრანგ ვინგერს სეზონის და 2025 წლის დასაწყისი საკმაოდ კარგი ჰქონდა, თუმცა შიგადაშიგ 22 წლის შემტევს ჩავარდნებიც გამოერია, რაც მეტწილად დიდმა კონკურენციამ განაპირობა.

აშკარაა, რომ სეზონის გადამწყვეტ ფაზაში ლუის ენრიკე ბარკოლას იმდენად აღარ ენდობა, როგორც დემბელეს, კვარას და დუეს, რის გამოც ბრედლის უკმაყოფილების შეგრძნება გაუჩნდა.

ახლახანს L'equipe-მ დაწერა, რომ ახალი სეზონისთვის პარი სენ-ჟერმენი სუფთა 9 ნომრის დამატებას აპირებს, ფლანგებზე კი აღნიშნულ სამეულთან კონკურენციის გაწევა ბარკოლასთვის არც ისე იოლი იქნება.

22 წლის ფრანგი ვინგერი 2 გრანდს, ლივერპულს და ბაიერნს უკვე დაუკავშირეს. გამოცემის თქმით, ბრედლი ლუის ენრიკესთან კარგ დამოკიდებულებს ჯერჯერობით ინარჩუნებს, თუმცა ცალი თვალი კლუბის შეცვლაზე აქვს მომართული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი