7 ივნისს მერაბ დვალიშვილი და შონ ომალი ერთმანეთს რიგით მეორედ შეხვდებიან მას შემდეგ, რაც ქართველმა 'შუგას' პირველ ჯერზე სატიტულო ქამარი თავად წაართვა.
ამჯერად ამერიკელი მებრძოლი თავის თავში დარწმუნებულია და თავდაჯერებით ამბობს, რომ ოქტაგონზე ქართველის დალეწვას აპირებს.
როცა მერაბია შენს წინააღმდეგ, შენ დიდი ჭიდაობა გჭირდება, რასაც აქამდე არ ვაქცევდით ყურადღებას. პირველი ჩხუბი დამსახურებულად წავაგე, ახლა კი დამსახურებულად მოვიგებთ, - გავალ და მანქანას უბრალოდ დავლეწავ.
მზად ვარ, რომ დვალიშვილთან 25-წუთიანი ომი გავმართო. შემიძლია, რომ ის დავანოკაუტო და ქამარი დავიბრუნო.
- ამბობს ომალი.