პოლიტიკოსი რომან გოცირიძე "პარი სენ-ჟერმენის" ისტორიულ ჩემპიონობაზე და ამ გამარჯვებაში ხვიჩა კვარაცხელიას როლზე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელის მნიშვნელობა იმაზე დიდია, ვიდრე სტატისტიკა და ფეხბურთის თვალიაჩამსმდები თვალით ჩანს — ხვიჩა ის "ბოლო ელემენტია", რომელიც დიდი წლების უშედეგო მცდელობების შემდეგ საბოლოოდ მილიარდიან ბიუჯეტს ტიტულად აქცევს.
"ჩემს და კიდევ უფროს თაობას ახსოვს გამონათქვამი იმ ფილმიდან: მილიონს რომ ერთი კაპიკი აკლდეს, მილიონი არ იქნებოდაო.
ხვიჩას გარეშე ნაპოლი ჩემპიონი ვერ გახდებოდა, ხვიჩას გარეშე პსჟ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა.
ერთს მილიონები ჰქონდა, მეორეს მილიარდები, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ ათეული წლების განმავლობაში.
მოვიდა ხვიჩა — ის, რაც აკლდათ. კაპიკი კი არა, ბრილიანტი. და საოცრებაც მოხდა" — წერს გოცირიძე.
მისი თქმით, ხვიჩამ არა მხოლოდ თავისი კლუბები გააბრწყინა, არამედ მსოფლიომაც უკეთ გაიცნო საქართველო. მისი სპორტული მიღწევები ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ იმიჯზეც აისახება:
"ხვიჩამ საქართველო გააცნო იტალიას, ახლა საფრანგეთს აცნობს. სპორტი უდიდესი კულტურული და პოლიტიკური ფაქტორია"
- დასძინა მან.