პსჟ-მ აქამდე უპროცედენტო და ისტორიული ნაბიჯი გადადგა - რა შეცვალა ფრანგულმა კლუბმა » სპორტის ხაზი

პსჟ-მ აქამდე უპროცედენტო და ისტორიული ნაბიჯი გადადგა - რა შეცვალა ფრანგულმა კლუბმა

პსჟ-მ აქამდე უპროცედენტო და ისტორიული ნაბიჯი გადადგა - რა შეცვალა ფრანგულმა კლუბმა
3-06-2025, 12:03
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგულმა გრანდმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ერთგულ თანამშრომლებთან დაკავშირებით ისტორიული და არაერთგვაროვნად შეფასებული გადაწყვეტილება მიიღო. კლუბმა დააანონსა ახალი ინიციატივა სახელწოდებით „ერთი გუნდი“, რომლის მიზანიც ორგანიზაციის შიგნით გუნდური სულისკვეთების გაძლიერებაა.

თუ აქამდე წარმატების სანაცვლოდ ბონუსებს მხოლოდ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები იღებდნენ, ახლა ეს წესი მნიშვნელოვნად იცვლება. ახალი პოლიტიკის ფარგლებში ფინანსური პრემია ყველა იმ თანამშრომელს გადაეცემა, ვინც ყოველდღიურ შრომაში მონაწილეობს — იქნება ეს მებაღე, სტადიონის ტექნიკური პერსონალი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თუ ადმინისტრაციული თანამშრომელი.

კლუბმა ეს ნაბიჯი ოფიციალურად დაადასტურა და აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა ფრანგულ სპორტში დღემდე არ განხორციელებულა. ინიციატივა მიზნად ისახავს გუნდის შიდა ბირთვის გამყარებას და იმ მენტალობის ჩამოყალიბებას, სადაც თითოეული ადამიანი საკუთარ თავს საერთო წარმატების ავტორად მიიჩნევს.

სოლიდარობის კულტურა უკვე აქტიურად გამოიხატა ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც, რომელიც მიუნხენში გაიმართა. კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, პსჟ-ის 600 თანამშრომელი პირადად დაპატიჟა ფინალურ შეხვედრაზე. მან მთლიანად დაფარა როგორც ბილეთების, ისე მგზავრობის ხარჯები.

აღსანიშნავია, რომ სეზონი კლუბისთვის გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა — პსჟ-მა მოიპოვა სამი მნიშვნელოვანი ტიტული: საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და პირველად ისტორიაში — ჩემპიონთა ლიგის თასი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი