საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციამ ახალი წესი დააანონსა, რომელიც ძალაში შემდეგი სეზონიდან შევა.
საქმე იმაშია, რომ თუ მეკარე ბურთს ხელებში 8 წამზე დიდხანს დაიჭერს, თავისი გუნდის წინააღმდეგ კუთხური დაინიშნება.
აღნიშნული წესი ფეხბურთის უფრო დინამიურ სპორტად ქცევას ისახავს მიზნად, რასაც უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები.