ლუის ენრიკეს და მის გუნდს წინ ორი ფინალი ელის, - ერთი საფრანგეთის თასზე, მეორე კი ჩემპიონთა ლიგაზე.
აღნიშნული თამაშებისთვის პარიზელთა მწვრთნელი განსაკუთრებულად ემზადება და ინოვაციაც კი დანერგა. როგორც გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ენრიკე თავის დამხმარესთან ერთად ვარჯიშს თვალს კოშკურიდან ადევნებს, რათა არცერთი დაშვებული შეცდომა არ გაეპაროს და ფინალებისთვის გუნდი 100%-იანი მზადყოფნით გაიყვანოს.
სხვათა შორის, პსჟ-ის ვარჯიშებს ჟურნალისტებიც ესწრებიან, რომლებთანაც ლუჩომ ასეთი კომენტარი გააკეთა:
ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ფინალი იქნება. ინტერი ფიზიკურად ძლიერი გუნდია, მაგრამ არც ჩვენთანაა იოლი თამაში. ახლა გუნდში ყველა ის ფეხბურთელი მყავს, რომელთა დამატებაც გვჭირდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ დაცვაში ყველამ ერთად ვიმუშავოთ. წინ ორი ფინალია, პირველი კი მეორესთვის მოსამზადებლად იდეალურად გამოგვადგება.
- თქვა ენრიკემ.
ცნობისთვის, პსჟ თასის ფინალში რეიმსს 24 მაისს შეხვდება, 31-ში კი ჩემპიონთა ლიგის ფინალია დაგეგმილი.