"ოქროს ბურთის სამეულში ველი" - რას ამბობს ძველი მწვრთნელი ხვიჩა კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"ოქროს ბურთის სამეულში ველი" - რას ამბობს ძველი მწვრთნელი ხვიჩა კვარაცხელიაზე

"ოქროს ბურთის სამეულში ველი" - რას ამბობს ძველი მწვრთნელი ხვიჩა კვარაცხელიაზე
2-06-2025, 11:29
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ფინალში შესანიშნავ ასპარეზობას ეხმაურება იური სიომინი, რომელიც ქართველ ფეხბურთელს ჯერ კიდევ მაშინ წვრთნიდა, როცა ის მოსკოვის ლოკომოტივში გამოდიოდა.

იური სიომინს მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი 2025 წლის ოქროს ბურთის სამ საუკეთესო კანდიდატში უნდა მოახვედრონ:

ყველა ნახავდით, რომ ფინალურ შეხვედრაში საუკეთესოები დემბელე და ხვიჩა იყვნენ. გარდა ამისა, იშვიათად თუ მონახავთ ფეხბურთელს, რომელმაც სეზონში ამდენი ტიტულის მოგება მოახერხა. სწორედ ამის გამო ვამბობ პირდაპირ, რომ ხვიჩას ოქროს ბურთის სამეულში ველი.

- თქვა სიომინმა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ გამოცემებმა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლეს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ძირითადად მე-6 პოზიციაზე ვხედავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი