მიუხედავად იმისა, რომ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, იური სიომინს ხვიჩა კვარაცხელიას ალბანეთთან ჩატარებული თამაში მაინც მოეწონა.
მასზე ხშირად ორი ან სამი მცველი ეწყობა. ხვიჩა ალბანეთთან კარისკენ დარტყმას ხშირად ცდილობდა. მისი სათამაშო სტილი ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, ამ დარტყმებმა შედეგი არ გამოიღო. მცველები მუდმივად აწყობენ სქემებს კვარას შესაჩერებლად, დარტყმებიც ამიტომ იბლოკებოდა.
- თქვა რუსმა მწვრთნელმა.
იური სიომინი ხვიჩასთან დაახლოებული პირი და ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი გახლავთ. ის ქართველ ფეხბურთელს მოსკოვის ლოკომოტივში წვრთნიდა.