ფრანგული ლიონის მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა პრესკონფერენცია გამართა და ბევრ სხვა თემასთან ერთად გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა.
გიორგი მიქაუტაძე ორმაგად იტვირთება. ის კარგია როგორც ბურთის მეტოქის კარისკენ ზურგით მიღებისას, ისე სიღრმიდან თამაშისას.
იმის გამო, რომ ის მრავალმხრივია, მეტოქე იბნევა და მიქაუტაძეს მათთვის დიდი გაურკვევლობა მოაქვს.
ეს არის ნიუანსი, რაც გიორგის შესახებ დადებითად და პოზიტიურად ფასდება, შემდეგ კი უნდა ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მისი სიტუაცია.
- თქვა საჟმა.