"მიქაუტაძეს შეუძლია, რომ თავის ნეაპოლელ ძმას, კვარაცხელიას დაემსგავსოს" - La Gazzetta dello Sport » სპორტის ხაზი

"მიქაუტაძეს შეუძლია, რომ თავის ნეაპოლელ ძმას, კვარაცხელიას დაემსგავსოს" - La Gazzetta dello Sport

"მიქაუტაძეს შეუძლია, რომ თავის ნეაპოლელ ძმას, კვარაცხელიას დაემსგავსოს" - La Gazzetta dello Sport
7-06-2023, 14:46
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მეცის ერთ-ერთ უპირობო ლიდერის, გიორგი მიქაუტაძის ფანტასტიკურ სეზონს ვრცელი სტატია მიუძღვნა La Gazzetta dello Sport-მა, რომელმაც ლიონში დაბადებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიასა და მის წარმატებულ თავგადასავალს დაუკავშირა:

"გიორგი მიქაუტაძემ მეცი ლიგა 1-ში გადაიყვანა, ბიჭმა, რომელიც ლიონში თავის დროზე სიმაღლისა და აღნაგობის გამო დაიწუნეს. ახლა ის კიდევ უფრო დიდი ნაბიჯისთვის ემზადება და დიდი სურვილი აქვს, რომ საკუთარ ნეაპოლელ ძმას, ხვიჩა კვარაცხელიას დაემსგავსება, ადამიანს, რომელიც ნამდვილი ტალანტის სახელს ატარებს, გიორგის კი მსგავსი ისტორიის გაცოცხლება შეუძლია. ერთიც და მეორეც ქართველია, ანუ ორივე ისეთი ქვეყნიდანაა, სადაც ტალანტები იბადებიან, თუმცა ამ ქვეყნის შესახებ ცნობილი ბევრი არაფერია."

"გიორგი მიქაუტაძის ოჯახი საფრანგეთში 1998 წელს გადაბარგდა, მიზეზი კი რუსეთთან მომხდარი კონფლიქტია. მისი ოჯახი ჟან მასეს რაიონში დასახლდა და გიორგისთვის საარსებო მინიმუმი ყოველთვის პურსა და ფეხბურთზე გადიოდა, რამაც ის ლიონის აკადემიაში მიიყვანა, იქ კი მიქაუტაძე აღნაგობის გამო დაიწუნეს. გიორგი ამბობდა, რომ დარტყმა შესანიშნავად გამოსდიოდა, თუმცა მხოლოდ 140 სანტიმეტრი იყო და აკადემიის ხელმძღვანელების მოხიბვლა სწორედ ამის გამო ვერ შეძლო. მას შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მეცში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, 24 გოლს 9 საგოლე პასიც დაურთო და დაამტკიცა, რომ ნიჭს გამოვლენისთვის შესაბამისი აღნაგობა არაფერში სჭირდება."

"არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გიორგი მიქაუტაძეს ამ დრომდე 100-150 გოლი აქვს გატანილი, მის ზურგზე დატანილი 9 ნომერი კი ამბობს, რომ გიორგის კართან სიახლოვე და მეკარეების დამწუხრება ძალიან ხიბლავს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მეცის აღმოჩენა პიანიჩის, მანეს, კულიბალისა და სხვა ცნობილი მოთამაშეების შემდეგ გახდა. გიორგის თამაში ვინგერადაც შეუძლია, როგორც ამას ხვიჩა კვარაცხელია აკეთებს. ერთსაც და მეორესაც სათამაშო არსენალი საკმაოდ მრავალფეროვანი აქვს და მათი გამოვლენა კიდევ უფრო მრავალფეროვნად შეუძლიათ."

"გიორგის კუმირები კრიშტიანუ რონალდუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან და საგულისხმოა, რომ მისი სანაკრებო დებიუტი შვედეთის წინააღმდეგ შედგა, ზუსტად მაშინ, როდესაც იბრა მოედანს ტოვებდა. ეს ბიჭი უკვე არაერთი ევროპული კლუბის ინტერესთა სფეროშია, მაგალითად ისეთების, როგორებიც ლონდონის ჩელსი და არსენალი არიან."

"სანაკრებო მატჩები მოახლოვდა და საქართველოზე მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი, რაც აქამდე იშვიათად მომხდარა. ამის მიზეზი მარტივი გასაგებია, აქ დიეგო მარადონას გზის გამგრძელებელი ხვიჩა კვარაცხელია და მისი ალტერ ეგო, გიორგი მიქაუტაძე თამაშობენ."
- წერს იტალიური გამოცემა

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ივნისის სანაკრებო პაუზისას ორ შეხვედრას ჯერ კვიპროსის, შემდეგ კი შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი