საფრანგეთის ოქროს ერა | 1998-2022 » სპორტის ხაზი

საფრანგეთის ოქროს ერა | 1998-2022

საფრანგეთის ოქროს ერა | 1998-2022
17-12-2022, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

1998 წლის 12 ივლისის საღამო საფრანგეთისთვის უნიკალური და დაუვიწყარი აღმოჩნდა, მათ მთელი თავისი საფეხბურთო ისტორიის განმავლობაში, მსოფლიო თასი პირველად მოიგეს. 1980-იანი წლების მსოფლიოს ჩემპიონატების იმედგაცრუებისა და 1990-1994 წლებში ტურნირის გამოტოვების შემდეგ, ფრანგებისთვის ასეთი დასასრული მართლაც სანუკვარი იყო.

თამაშის დაწყებამდე საათებით ადრე, ქუჩაში ნებისმიერი ფრანგი რომ გაგეჩერებინათ და გეკითხათ, სურდა თუ არა ბრაზილიასთან ფინალის მოგებით ყველა სხვა შესაძლო გაჩემპიონებაზე უარის თქმა, მაშინდელი ფრანგები უეჭველად დაგთანხმდებოდნენ.

თუმცა, ბოლო წლებში საფრანგეთის სანაკრებო მიღწევები რადიკალურად შეიცვალა. ალბათ, ივლისის იმ თბილ ღამეს, ვერცერთი ფრანგი იფიქრებდა, რომ 1998 წლიდან 2022 წლისთვის საფრანგეთი მუნდიალის ფინალში სამჯერ გავიდოდა. ამაში მათ ვინმე დაადანაშაულებდა? - რა თქმა უნდა, არა, რადგან საფრანგეთი ასეთ წარმატებას აქამდე ჩვეული არ იყო.

2002-ისა და 2010 წლის მუნდიალების გამოკლებით, სადაც საფრანგეთი ორივეგან ჯგუფში ჩარჩა, დანარჩენ შემთხვევებში საფრანგეთმა მუნდიალზე თავი მართლაც ბრწყინვალედ წარმოაჩინა და ბოლო 7 ფინალიდან იმდენჯერ ითამაშა უკანასკნელ ეტაპზე, რამდენჯერაც მსოფლიო ჩემპიონატის მძიმეწონოსან გერმანიასა და ბრაზილიას ერთად აქვთ ნათამაშები (4-3).

მიუხედავად იმისა, რომ რთულია დაადგინო რამ აიძულა საფრანგეთს რადიკალური ცვლილებებისკენ, ფაქტია, რომ ისინი წარსულის ბორკილებისგან უკვე თავისუფალნი არიან. 1982-ისა და 1986 წლების მუნდიალებზე არანაკლებ ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავდა საფრანგეთს, თუმცა მაშინ ფრანგებმა, ალბათ, საკუთარი თავის რწმენა დაკარგეს და დროშის ყველაზე მაღლა აფრიალების შესაძლებლობა სხვა ერებს დაუთმეს.

საკუთარ თავში გაჩენილი ნაპრალი ზინედინ ზიდანმა ორი თავური დარტყმით ამოავსო და მაშინ, როდესაც ფრანგული შიში ფრანგულმა რწმენამ შეცვალა, საფრანგეთის ნაკრები ევრო 2000-ზე ერთსულოვნად გაერთიანდა და ფინალის მოსაგებად დაირაზმა. საფრანგეთმა მსოფლიო მორიგ ჯერზე 2006 წელსაც გააოცა, როდესაც ფინალში ზინედინ ზიდანის თაოსნობით იტალიის დამარცხება სცადა.

უდავოა, რომ 1998 წლის საფეხბურთო გარღვევით, დღევანდელი საფრანგეთი საზრდოობს, რომელსაც მთავარ მწვრთნელად ის ადამიანი ჰყავს, რომელზეც ყველა თამამად იტყოდა ერთ რამეს - დიდიე დეშამი ფრანგული ფეხბურთის წარმატების განსახიერებაა.

მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს დეშამს საფრანგეთის ნაკრებში არ უთამაშია, სამაგიეროდ ის მუნდიალის მომგები ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი იყო როგორც მოთამაშის, ისე მწვრთნელის რანგშიც.

იტალიის (1930იანები), ბრაზილიის (1958-1970) და გერმანიის (1966-1990) წლების ოქროს ხანის მსგავსად, საფრანგეთმა საუკეთესო ცხოვრება 1998 წლიდან დაიწყო და ჯერჯერობით არსაიდან მოჩანს ნიშნები, რომლებიც ამ ქვეყნის საფეხბურთო ჩამოშლისკენ გაგვახედებდა..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი