"ჩემზე რომ იყოს, ოქროს ბურთს მას მივცემდი" - ლუის ენრიკე » სპორტის ხაზი

"ჩემზე რომ იყოს, ოქროს ბურთს მას მივცემდი" - ლუის ენრიკე

"ჩემზე რომ იყოს, ოქროს ბურთს მას მივცემდი" - ლუის ენრიკე
1-06-2025, 13:32
Aa Aa
გაზიარება:

პსჟ-ს ხმაურიანი ტრიუმფის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ფრანგულმა კლუბმა „ინტერი“ 5:0 გაანადგურა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, იმ პერფორმანსის ფონზე, რაც ფინალში და მთელ სეზონში ვიხილეთ, უსმან დემბელე იმსახურებს წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილ პრესტიჟულ ჯილდოს — „ოქროს ბურთს“.

ჩემზე რომ იყოს, ოქროს ბურთი აუცილებლად დემბელეს გადაეცემოდა. ფინალში ის გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო, შეტევაში და დაცვაშიც ერთნაირად აქტიური, დისციპლინირებული და მიზანდასახული. ის არა მხოლოდ შედეგიანობით გამოირჩეოდა, არამედ იმ შრომით, რასაც მთელი სეზონის განმავლობაში დებდა მოედანზე,“ – განაცხადა ენრიკემ.

დემბელემ წლევანდელი სეზონი მართლაც შთამბეჭდავი სტატისტიკით დაასრულა — 49 მატჩში 33 გოლი და 15 საგოლე გადაცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი