ქართველი შემტევი რევაზ ინჯგია კარიერას "ოლიმპიაკოსში" გააგრძელებს » სპორტის ხაზი

ქართველი შემტევი რევაზ ინჯგია კარიერას "ოლიმპიაკოსში" გააგრძელებს

ქართველი შემტევი რევაზ ინჯგია კარიერას "ოლიმპიაკოსში" გააგრძელებს
2-06-2025, 21:09
Aa Aa
გაზიარება:

"ოლიმპიაკოსი ნიქოზია" აცხადებს 24 წლის ქართველ თავდამსხმელ რევაზ ინჯგიასთან პრინციპული შეთანხმების შესახებ.

ინჯგია კვიპროსელი გულშემატკივრებისთვის ცნობილია, რადგან ის თამაშობდა "აპოლონ ლიმასოლის" გუნდში, რომელთანაც 2022/23 წლების სეზონში მოიგო კვიპროსის ჩემპიონატი და სუპერთასი.

მან კარიერა დაიწყო "ლოკომოტივში" და სხვა გუნდებთან ერთად თამაშობდა "თელავის", "აპოლონ ლიმასოლის", "სამტრედიის" და "დინამო ბათუმის" შემადგენლობაში. ბოლო გუნდში მან 34 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ინგჯია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების (U21) წევრია, სადაც 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

ფეხბურთელი კვიპროსში სამედიცინო შემოწმების გასავლელად უახლოეს დღეებში ჩავა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი