რამდენიმე საათის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარი სენ-ჟერმენსა და ინტერს შორის, რომელშიც ფრანგულმა კლუბმა იტალიური 5:0 გაანადგურა!
პარიზელთა გამარჯვებაში ყველას, ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც უდიდესი წვლილი მიუძღვის და ცხადია, ცალკეა გამოსარჩევი მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მუშაობაც, რომელმაც დიდებული ატმოსფერო და ჩემპიონი გუნდი შექმნა!
ბევრი ნახავდით, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ ენრიკემ მაისური გამოიცვალა, სადაც გოგონა ხელში დროშით ეხატა. საქმე ისაა, რომ ეს ენრიკეს 9 წლის გარდაცვლილი გოგონას გამოსახულება იყო, რომელიც პარიზელთა დროშას ამაყად აფრიალებდა და მამას სულიერად გვერდში ედგა.