მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ამა წლის ბოლოს, კერძოდ დეკემბერში გაიმართება, სადაც საქართველო თავის მეტოქეების შესახებ შეიტყობს.
უახლესი მონაცემებით საქართველო ევროპის რანგით 31-ე ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მესამე კალათში ვიქნებით გამწესებული.
როგორც დაიწერა, კლასიკურ საკვალიფიკაციო ეტაპზე ზოგი ჯგუფი ხუთგუნდიანი იქნება, ზოგიც ოთხგუნდიანი. მოდით, შევადგინოთ ჩვენთვის სასურველი ქვეჯგუფი, რომლის მოგების ყველაზე დიდი შანსი გვექნებოდა.
პირველი კალათიდან - ავსტრია
მეორე კალათიდან - საბერძნეთი
მესამე კალათიდან - საქართველო
მეოთხე კალათიდან - ფარერის კუნძულები
მეხუთე კალათიდან - სან მარინო
ცნობისთვის, პირველი კალათის გუნდები რეიტინგის 1-12 ადგილზე მყოფები არიან, მეორე კალათის 13-24, მესამე 25-36, მეოთხე 37-48, მეხუთე 49+.