უცხოელი ფანები: "საქართველოს გარეშე ევრო მოსაწყენია, დააბრუნეთ ეს ქვეყანა!" » სპორტის ხაზი

უცხოელი ფანები: "საქართველოს გარეშე ევრო მოსაწყენია, დააბრუნეთ ეს ქვეყანა!"

უცხოელი ფანები: "საქართველოს გარეშე ევრო მოსაწყენია, დააბრუნეთ ეს ქვეყანა!"
6-07-2024, 14:45
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ზე ასპარეზობა ტურნირის 1/8-ფინალში დაასრულა, სადაც ჩვენი გუნდი ესპანეთთან 4:1 დამარცხდა.

მიუხედავად საქართველოს გამოთიშვისა, პლატფორმა X-ზე არაერთი უცხოელი გულშემატკივარი წერს, რომ ნაკრები უკან უნდა დააბრუნონ, რადგან მათ გარეშე ევროპის ჩემპიონატი ძალიან მოსაწყენი საყურებელია.

საქართველოს გარეშე ეს ტურნირი მოსაწყენია, დააბრუნეთ ეს ქვეყანა!

მოკვეთეთ ეს გრანდები და დააბრუნეთ საქართველო.

მორიგი ამაზრზენი მატჩი დიდი გუნდების შესრულებით! დააბრუნეთ საქართველო და ავსტრია!

გაგზავნეთ ორივე გუნდი სახლში, საქართველო კი ტურნირს დაუბრუნეთ.

პენალტებიც კი მოსაწყენი საყურებელი იყო, უკან მოუხმეთ საქართველოს.

- წერენ უცხოელი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი