ლივერპული ამ 2 ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს უახლოვდება » სპორტის ხაზი

ლივერპული ამ 2 ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს უახლოვდება

ლივერპული ამ 2 ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს უახლოვდება
6-07-2024, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ლივერპულზე მომუშავე ვებგვერდმა, Rushthekop-მა იმ 4 ფეხბურთელის ვინაობა გაგვიმხილა, რომლებისთვისაც ამავე კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს უნდა იბრძოლოს, ერთ-ერთი კი გიორგი მიქაუტაძე გახლავთ.

როგორც ვებგვერდი წერს, გიორგი სერიოზულ პროგრესს აჩვენებს და მომატების პოტენციალი წინ ჯერ კიდევ აქვს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდის ფასი ახლა არც თუ ისე მაღალია, მისი მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი კი ზუსტად ისეთია, როგორსაც ლივერპულის სკაუტინგი ეძებს.

გარდა მიქაუტაძისა, ახლახან დაწერა UK.sports-მა, რომ ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება. ისინი ამბობენ, რომ ქართველმა მეკარემ ევროზე ფანტასტიკური შთაბეჭდილება დატოვა და მამარდას თავისუფლად შეუძლია, რომ ალისონ ბეკერს დიდი კონკურენცია გაუწიოს.

ერთადერთი პრობლემა, რაც ახლა მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერთან დაკავშირებით არსებობს, ისაა, რომ გიორგი პირველ ნომრად ყოფნას განიხილავს და სათადარიგოზე ჯდომა არ სურს. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ქართველმა ბაიერნში ტრანსფერი რამდენიმე დღის წინ სიტყვიერად დაბლოკა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი