გიგანტების რადარზე - სად უფრო ლოგიკური იქნება ხვიჩას გადაბარგება? » სპორტის ხაზი

გიგანტების რადარზე - სად უფრო ლოგიკური იქნება ხვიჩას გადაბარგება?

გიგანტების რადარზე - სად უფრო ლოგიკური იქნება ხვიჩას გადაბარგება?
2-05-2023, 18:05
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, უცხოურმა GOAL-მა სტატია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამოაქვეყნა და იმ გუნდთა სია გაგვიმხილა, რომელშიც ქართველი გარემარბის ყიდვის ყველა გრანდია თავმოყრილი.

როგორც ისინი წერენ, ნაპოლის ხვიჩას შეძენის წინადადებით ლონდონის ჩელსი, მიუნხენის ბაიერნი და პარი სენ-ჟერმენი მიმართავენ. ამავე წყაროს ინფორმაციით, სამივე მათგანი მზადაა, რომ ქართველში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა რამდენად მიიღებს მათ წინადადებას აურელიო დე ლაურენტისი, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

ჩელსი

ალბათ, თუ ვინმემ იაქტიურა ბოლო სატრანსფერო ფანჯრის დროს, ეს ლონდონის ჩელსია, რომლის ახალმა მფლობელმაც გუნდის განვითარებაში უდიდესი ინვესტიცია ჩადო. როგორც ჩანს, ტოდ ბოელი შენაძენით კმაყოფილი ჯერ კიდევ არ არის და მისთვის პრიორიტეტი ისაა, რომ ახალ ფეხბურთელთა სიაში ხვიჩა კვარაცხელიას გვარმაც გაიჟღეროს.

მიუხედავად ამდენი კარგი მოთამაშის დამატებისა, ლონდონელებს პრემიერ ლიგაში ბოლო წლების ყველაზე ცუდი სეზონი აქვთ, რაც გასაკვირი სულაც არაა. მარტივად რომ ვთქვათ, საფეხბურთო გუნდიც ცოცხალი ორგანიზმია და მასში ამდენი ახალი ფეხბურთელის უცბად და უპრობლემოდ გაერთიანება, როგორც წესი, არ მუშაობს ხოლმე.

ამდენად, საჭიროა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ჩელსის ისედაც გადაჭრელებულ შემადგენლობაში აღმოჩენა, ეს თავად განსაჯეთ.

ბაიერნი

მიუნხენის ბაიერნი ჩელსისთან შედარებით უფრო კარგი ვარიანტია, ამის მიზეზი კი სადიო მანე და მის გარშემო არსებული სიტუაციაა. როგორც იცით, გარკვეული ხნის წინ მანესა და სანეს ერთმანეთში დაპირისპირება ჰქონდათ, რის გამოც სენეგალელის რეპუტაცია კლუბში ძალიან დაეცა და დიდია იმის ალბათობა, რომ მანემ ბაიერნი უახლოეს პერიოდში დატოვოს.

სცენარის ასეთი განვითარება ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს მშვენივრად ერგება, რადგან მანე სწორედ კვარას პოზიციაზე თამაშობს, მარჯვენა ვინგერის პოზიციის გამოთავისუფლება კი, შესაძლოა, რომ ქართველი შემტევის ბაიერნში გადაბარგების წინაპირობა გახდეს.

პსჟ

პარიზული კლუბი, ალბათ არც ცუდი იქნება და არც კარგი, მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობს: კლუბის დატოვება ლიონელ მესის აქვს გადაწყვეტილი, რომლის ბარსელონაში დაბრუნების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება. გარდა ამისა, პარი სენ-ჟერმენში ნეიმარის დროც ნელ-ნელა იწურება, გამოკვეთილი ვარსკვლავი და უპირობო ლიდერი კი კილიან მბაპე ხდება, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის წამყვან ფეხბურთელებში ულაპარაკოდ შედის.

აღსანიშნავია, რომ ფრანგულ და საერთაშორისო მედიაში მბაპეს წასვლისა და რეალში გადაბარგების შესახებაც იწერება. ამდენად, არსებობს შანსი, რომ მარჯვენა ვინგერის პოზიცია გამოთავისუფლდეს, თუმცა რამდენად სწორი იქნება ვარსკვლავებისგან დაცლილ გუნდში, თანაც იტალიიდან საფრანგეთში გადასვლა, ესეც თავად განსაჯეთ..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი