"ბავშვობის ოცნება ავიხდინე, რაც შეეხება ინტერთან ფინალს.." - ხვიჩა კვარაცხელია » სპორტის ხაზი

"ბავშვობის ოცნება ავიხდინე, რაც შეეხება ინტერთან ფინალს.." - ხვიჩა კვარაცხელია

"ბავშვობის ოცნება ავიხდინე, რაც შეეხება ინტერთან ფინალს.." - ხვიჩა კვარაცხელია
დღეს, 10:34
Aa Aa
გაზიარება:

პარიზის „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია - ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „არსენალი“ ორმატჩიან დუელში დაამარცხა (2:1, 1:0) და ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის შემდეგ გუნდის ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ, Prime Video-ს ეთერში ემოციებსა და სამომავლო მოლოდინებზე ისაუბრა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფინალში ვართ. ჩემთვის ეს განსაკუთრებული მომენტია — ბავშვობის ოცნება ახდა. ეს ყველაფერი ისეთი დაუჯერებელია, თითქოს სიზმარში ვარ“, – აღნიშნა კვარაცხელიამ.

ფინალში პარიზული გრანდი იტალიურ „ინტერს“ დაუპირისპირდება. კვარაცხელიამ მომავალ მეტოქეზეც ისაუბრა: „ინტერი ძლიერ გუნდად მიგვაჩნია. მათ ფინალში გასვლა დამსახურებულად შეძლეს. სიმონე ინძაგის თავკაცობით ინტერი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად ჩამოყალიბდა და ამას პატივს ვცემთ. მაგრამ ჩვენც იმავე მიზანს ვესწრაფვით – ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებას. ვიცით, რომ ეს მარტივი არ იქნება და მაქსიმალური ძალისხმევა მოგვიწევს, რათა თასი პარიზში ჩამოვიტანოთ“.

ხვიჩას თქმით, მისთვის როგორც პირადად, ისე გუნდისთვის, ეს მომენტი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მატარებელია და ისინი ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი