ნიგერიის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის ბორუსიას ყოფილი ფეხბურთელი, სანდი ოლისე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია.
ოლისემ იმ მოთამაშეთა ხუთეული ჩამოთვალა, რომლებსაც ოქროს ბურთის საუკეთესოებში იხილავდა:
კვარაცხელია, საკა, დემბელე, იამალი და რაფინია. აქედან ხვიჩას ძალიან იოლად და მარტივად შეუძლია საქმის გაკეთება. მას მოედნის გამაოგნებელი ხედვა აქვს. ხვიჩას და დანარჩენებს აქვთ კლასი, რის გამოც ტელევიზორთან მიჯაჭვული ვხვდები ხოლმე.
- ამბობს ოლისე.
შეგახსენებთ, რომ კვარა დღეს თამაშობს. მისი პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არსენალს 23:00 საათზე მიიღებს და ფინალში კვალიფიცირებას შეეცდება, ამ შეხვედრაში კი თავის გამოჩენა ქართველ ვარსკვლავს ოქროს ბურთის ათეულში დანამდვილებით მოახვედრებს.