"პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ" - ლუის ენრიკემ არსენალთან მატჩი შეაფასა » სპორტის ხაზი

"პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ" - ლუის ენრიკემ არსენალთან მატჩი შეაფასა

"პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ" - ლუის ენრიკემ არსენალთან მატჩი შეაფასა
გუშინ, 10:40
Aa Aa
გაზიარება:

პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია — პარიზულმა გრანდმა ნახევარფინალში ლონდონის "არსენალს" ორი მატჩის ჯამში აჯობა (2:1, 1:0). დაძაბული შეხვედრის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, Canal+-თან საკუთარ ემოციებზე ისაუბრა.

ემოციები ჭარბად მქონდა. მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა — ხშირად მოგვიწია დაცვაზე კონცენტრირება, თუმცა შევძელით რამდენიმე ეფექტური კონტრშეტევის განხორციელება. თამაში მარტივად არ წარიმართა“, — აღნიშნა ენრიკემ.

მისი თქმით, პირველ ტაიმში გუნდს სათანადო რიტმის დაჭერა გაუჭირდა:

პირველი ტაიმი ჩემთვის მძიმე სანახავი იყო. გუნდი თავს არასაკმარისად თავდაჯერებულად გრძნობდა. ვცდილობდით, საკუთარი თამაში გვეპოვა და მდგომარეობა შეგვეტრიალებინა.

მწვრთნელმა ფსიქოლოგიურ ასპექტზეც გაამახვილა ყურადღება:

როდესაც ფეხბურთელი გრძნობს, რომ თამაში მისთვის ჩვეული სცენარით არ მიმდინარეობს, შეიძლება გაუჩნდეს უკანდახევის სურვილი. თუმცა ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია, არ დანებდე და ზეწოლა გააძლიერო. მიუხედავად სირთულეებისა, გვქონდა რეალური საგოლე მომენტები, რამაც თამაშის ბედი განსაზღვრა.

შეგახსენებთ, ფინალში პარიზული კლუბი იტალიურ „ინტერს“ დაუპირისპირდება და ისტორიული გამარჯვების მისაღწევად ბრძოლას განაგრძობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი