საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საბა ლობჟანიძის შესახებ ისაუბრა, რომელიც თავს ძალიან ცუდად გრძნობს, რადგან ძალიან მნიშნელოვანი გოლი ვერ გაიტანა.
"ასეთ მომენტში, ფეხბურთელს ბევრი რამ შეიძლება უთხრა და თვითონ ფეხბურთელსაც სჭირდება მხარდაჭერა, 3 წელზე მეტია საქართველოში ვარ და ერთმანეთს ვეხმარებით, ეს ადამიანური გამოცდილება იყო, მივედი მასთან იმიტომ, რომ წარმოვიდგინე, რას გრძნობდა. ამ შემთხვევაში, რთულია რამის თქმა, მაგრამ თუ დარტყმას არ ცდი, ვერც გოლს გაიტან და ვერც კარს ააცილებ. მატჩის შემდეგ შერეული გრძნობები გაგვიჩნდა, მომენტის გამო თავიდან იმედგაცრუებული ვიყავით, მაგრამ ასევე ვიაზრებთ, რომ პირველი ქულა მოვიპოვეთ. 3.5 წელი ვიმუშავეთ აქამდე მოსასვლელად და ჩვენთვის ეს ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ მოპოვებული ქულა.
"ლობჟანიძის მომენტში ემოციები მოჭარბებული იყო, მაგრამ შერეული განცდები გაგვიჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რა გავაკეთეთ კარგად, იქნებ, ბოლო ტურში უკეთაც ვითამაშოთ. ვცდილობთ, რომ საბამ თავი უკეთესად იგრძნოს, რადგან ამ წუთას ის თავს ძალიან ცუდად გრძნობს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავამხნევოთ. რაც შეეხება პორტუგალიასთან შემადგენლობაში ცვლილებებს, ცოტა ადრეა ამაზე საუბარი, გვექნება ამბიცია, რომ კარგად ვითამაშოთ."
- აცხადებს სანიოლი.