რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ოქროს ბურთის გადაცემის ცერემონია გაიმართა, სადაც მაყურებელმა არაერთი ჯილდოს მფლობელი გაიგო.
ერთ-ერთი ასეთი ლევ იაშინის სახელობის პრიზი გახლდათ, რომელიც საუკეთესო მეკაროებისთვის არგენტინელ ემილიანო მარტინესს ზედიზედ მეორედ გადაეცა.
ახლახანს გახდა ცნობილი, რომ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა 10 საუკეთესო მეკარეში მე-7 ადგილი 50 ქულით დაიკავა, მოწინავე მარტინესს კი 276 ქულა ჰქონდა, - იხილეთ სია
ემილიანო მარტინესი - 276 ქულა
უნაი სიმონი - 213 ქულა
ანდრეი ლუნინი - 112 ქულა
ჯანლუიჯი დონარუმა - 58 ქულა
მაიკ მენიო - 56 ქულა
იან ზომერი - 51 ქულა
გიორგი მამარდაშვილი - 50 ქულა
დიოგუ კოშტა - 28 ქულა
რონვენ უილიამსი - 27 ქულა
გრეგორ კობელი - 20 ქულა