დიდი რისკის ქვეშ - საქართველოს ნაკრებს დაცვაში პრობლემები აქვს » სპორტის ხაზი

დიდი რისკის ქვეშ - საქართველოს ნაკრებს დაცვაში პრობლემები აქვს

დიდი რისკის ქვეშ - საქართველოს ნაკრებს დაცვაში პრობლემები აქვს
12-11-2024, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ერთა ლიგაზე დასკვნით ორ შეხვედრას გამართავს. პირველი მატჩი უკრაინასთან შედგება, მეორე კი ჩეხეთთან.

როგორც ვილი სანიოლმა თქვა, საბა გოგლიჩიძეს ერთი მატჩი მაინც უნდა დაეწყო სასტარტოდან, თუმცა ემპოლის მცველმა ტრავმა მიიღო და საერთოდ არაა გამოძახებული.

გარდა ამისა, ვილი სანიოლს არც ლაშა დვალი ეყოლება, რომელსაც ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო დისკვალიფიკაცია აქვს. შესაბამისად, დაცვაში პრობლემები იქმნება.

სავარაუდოდ, სანიოლი დაცვის სამეულს შემდეგნაირად დააკომპლექტებს: კაშია, კვირკველია, გველესიანი, თუმცა ცუდი ისაა, რომ კონტრშეტევაზე მეტოქეს უპირატესობა ექნება, რადგან სამივე ეს მცველი ასაკშია და სისწრაფესთან ლოგიკური პრობლემები აქვთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი