როგორც ესპანურ მედიაში დაიწერა, ბარსელონა ახალ გარემარბს ეძებს, გავრცელებულ სიაში კი 5 ფეხბურთელის გვარს ვხვდებით.
რაფა ლეაო, მოჰამედ სალაჰი, ლეროი სანე, ნიკო უილიამსი და ხვიჩა კვარაცხელია არიან ფეხბურთელები, რომლების მონიტორინგიც მიმდინარეობს.
ბარსას გულშემატკივართა გვერდზე გამოკითხვა ჩატარდა თუ ვის ანიჭებდნენ ფანები უპირატესობას, ყველაზე მეტი ხმა კი რაფა ლეაომ აიღო, რომელსაც შემდეგი თანმიმდევრობის მოსდევენ კვარაცხელია, სალაჰი, უილიამსი და სანე.