უოტფორდის დამრიგებელმა, ტომ კლევერლიმ ქართველი ლეგიონერი, გიორგი ჩაკვეტაძე მედიასთან კიდევ ერთხელ შეაქო.
გიორგი ყველასგან გამორჩეული ფეხბურთელია და თუ საკუთარ შედეგებს გოლებსაც დაუმატებს, მაშინ მის თამაშს საზღვარი საერთოდ აღარ ექნება. მას სათამაშო ინტელექტი საოცარი აქვს, თუმცა კიდევ უფრო კარგია მისი ბურთის ფლობისა და ტარების მანერა.
გარდა ამისა, გიორგი ჩაკვეტაძე ერთი ერთზე თამაშის დროს ნებისმიერი მეტოქისთვის ძალიან საშიში ფეხბურთელია, რადგან მას ყველას ჩამოტოვება შეუძლია.
- თქვა კლევერლიმ გიორგიზე.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძის პროგრესი ინგლისურ მედიაში სწრაფად ვრცელდება და როგორც ბოლოს დაიწერა, ქართველი ნახევარმცველით პრემიერ ლიგაში მოთამაშე ვულვერჰემპტონია დაინტერესებული.