უოტფორდის მწვრთნელი: "ჩაკვეტაძეზე მხოლოდ ერთი რამაა გულდასაწყვეტი" » სპორტის ხაზი

უოტფორდის მწვრთნელი: "ჩაკვეტაძეზე მხოლოდ ერთი რამაა გულდასაწყვეტი"

უოტფორდის მწვრთნელი: "ჩაკვეტაძეზე მხოლოდ ერთი რამაა გულდასაწყვეტი"
21-07-2024, 11:27
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა 2024/2025 წლების სეზონისთვის მომზადება ოფიციალურად დაიწყო. ინგლისურმა კლუბმა ამხანაგური მატჩი ჯილინგემის წინააღმდეგ გამართა და 2:0 დამარცხდა.

თამაშის დასრულების შემდეგ, უოტფორდის დამრიგებელმა, ტომ კლევერლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ყურადღება გიორგი ჩაკვეტაძეზეც გაამახვილა, რომელსაც ჯილინგემთან მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

გიორგი ჩაკვეტაძე? - ჩემთვის გულდასაწყვეტი მხოლოდ ისაა, რომ მასთან ხშირად შეხვედრის საშუალება არ მომეცა. მოუთმენლად ველით თუ როდის დაბრუნდება გიორგი, განსაკუთრებით კი იმ სათამაშო ფორმის შემდეგ, რაც მან ზაფხულის ტურნირზე აჩვენა.

- თქვა ტომ კლევერლიმ.

ცნობისთვის, უოტფორდი თავის მომდევნო მოსამზადებელ შეხვედრას 24 ივლისს გამართავს, მეტოქე კი შოტლანდიური ჰიბერნიანი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი