საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ კრისტალსპორტთან ინტერვიუში რუსეთის ჩემპიონატზე ისაუბრა.
"თუ რუსეთის ჩემპიონატს თვალს ადევნებთ, ჩემი აზრით, დონე არ დავარდნილა - არა მარტო მე, ბევრ ფეხბურთელს ეხმარება ნაკრები, რომ ევროპაში წავიდეს და განვითარდეს, ყველა შემოთავაზებას განვიხილავ, თუმცა 2 წელი კონტრაქტი მოსკოვის დინამოსთან მაკავშირებს და დრო გვიჩვენებს რა როგორ იქნება", - განაცახა გაგნიძემ.
შეგახსენებთ, გაგნიძემ დინამო მოსკოვის მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა 2 გოლით მოახერხა.