ქოჩორაშვილი: "არ ვაპირებ დავლამო ის განცდები, რაც ახლა ჩემს თავში ხდება" » სპორტის ხაზი

ქოჩორაშვილი: "არ ვაპირებ დავლამო ის განცდები, რაც ახლა ჩემს თავში ხდება"

ქოჩორაშვილი: "არ ვაპირებ დავლამო ის განცდები, რაც ახლა ჩემს თავში ხდება"
1-06-2024, 16:50
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტესთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას მოაწერა ხელი. კლუბმა მას ნაადრევად წასვლის უფლება მისცა, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებთან ერთად მოემზადოს.

ახალი კონტრაქტითა და მოახლოებული EURO 2024-ით გიორგი კმაყოფილია და ამაზე მედიასთანაც ისაუბრა.

"კლუბმა დიდი შესაძლებლობა მომცა და გახარებული ვარ, რომ მათთან ურთიერთობას უფრო დიდხანს გავაგრძელებ. არ ვაპირებ დავლამო ის განცდები, რაც ახლა ჩემს თავში ხდება.

"ჩემი მთელი კარიერიდან ეს ყველაზე ლამაზი წელია, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატი მელის. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ "ლევანტეს" სასტარტო ფეხბურთელის წევრად მოვიაზრები. რთული სეზონი გამოვიდა, მაგრამ მშვენიერი.

"ახლა მივემგზავრები, რომ ნაკრებს შევუერთდე. ეს ჩემი ოცნება იყო და ბედნიერი ვარ, რომ ამიხდა. ისღა დამრჩენია, რომ ქვეყანასა და გუნდთან ერთად სიამოვნება მივღო, ამისთვის თავს არ დავზოგავ", - აცხადებს ქოჩორაშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი