Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტეში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
ზემოაღნიშნული წყაროს მტკიცებით, ქართველმა ფეხბურთელმა ლევანტესთან არსებული კონტრაქტი კიდევ 3 წლის ვადით გაახანგრძლივა.
24 წლის მოთამაშემ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში ლევანტეს მაისური ჯამურად 24-ჯერ მოირგო, რა დროშიც ქოჩორაშვილმა 2 გოლის გატანა მოახერხა.
ქართველი ნახევარმცველი ლევანტემდე ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა კასტელონი და იბერია 1999 (ძველი საბურთალო).