Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ კრაკოვიასთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.
28 წლის ფეხბურთელი პოლონულ კლუბში 2021/2022 წლების სეზონიდან თამაშობს და როგორც ჩანს, თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი ფეხბურთელსა და კლუბს შორის ორმხრივი იყო.
კრაკოვია ამ მომენტისთვის პოლონეთის შიდა ჩემპიონატის მე-12 პოზიციას 39 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს.
რაც შეეხება თავად ოთარ კაკაბაძეს, მან მიმდინარე სეზონის პოლონეთის ლიგაში კრაკოვიას მაისური ჯამურად 23-ჯერ მოირგო, რა დროშიც ქართველმა მცველმა 2 გოლის გატანა მოახერხა.