"ლევანტეს" ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა " LA PROVINCIAS"-თან ისაუბრა, სადაც დაპირება გასცა.
"აქამდე ნაკრებში მოხვედრაზე ვვოცნებობდი, ახლა კი ეს ოცნებები გაიზარდა და კონტინენტების პირველობაზე გვსურს წარმატების მიღწევა.
"ბოლო შეხვედრების წინ "ლევანტეს" ფსიქოლოგს დავპირდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად გავიდოდით და რომ ნაკრები მალე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევდა.
"საბედნიეროდ ასეც მოხდა, ჩემი სიტყვები გამართლდა და ალა ვთვლი, რომ ნაკლებად რეალური არც მუნდიალზე საგზურის მოპოვებაცაა.
"გაიმხელთ და გეტყვით, რომ ბერნატს ესეც დავპირდი და ყველაფერს ვიზამ ამის გასაკეთებლად. ნაკრებში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, ხვიჩაზე ლაპარაკი ზედმეტია, მამარდაშვილი - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, მიქაუტაძე, რომელსაც გოლი-გოლზე გააქვს და ჩაკვეტაძე, რომელსაც მოედნის ძალიან კარგი ხედვა აქვს.
"ოთარ კიტეიშვილი ჩემთვის დღეს დღეისობით ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნახევარმცველია. მარტო ისინი არ არინა, სხვებიც არიან, ძალიან კარგები", - აცხადებს ქოჩორაშვილი.