საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ქართული ფეხბურთის პროგრესი შეაფასა.
ზედიზედ მესამე წელია, რაც ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ და ძალიან მიხარია, რომ წარმატებას აღწევს როგორც ეროვნული, ისე ასაკობრივი ნაკრებიც.
დღეისობით საქართველოს ნაკრების თამაშებზე ხალხს ეროვნული ფორმა აცვია და არა სხვა ქვეყნის მაისური, რაც ამ თაობის დიდი დამსახურებაა.
- თქვა იაშვილმა.