ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში მორიგ მშვენიერ სეზონს იწყებს. ქართველ ფეხბურთელს სერია A-ში უკვე 5 გოლი აქვს და კვლავ ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნეაპოლელთა მაისურით ყველა ტურნირზე ჯამურად 30 გოლი გაიტანა და ეჭვი არაა, რომ კვარა კიდევ ბევრს გაიტანს.
სხვათა შორის, ხვიჩას ყველაზე ხშირად ნაპოლის მაისურით მატჩის მეორე ტაიმში, კერძოდ 75-ე წუთზე გააქვს.
ქართველმა ფეხბურთელმა 75-ე წუთზე სამჯერ გაიტანა (კალიარისთან, სასუოლოსთან და ბოლონიასთან). როგორც ჩანს, ეს დრო კვარასთვის იღბლიანია!