ხვიჩა კვარაცხელიამ კალიარისთან არც ისე კარგად ითამაშა. მას უცხოურმა გამოცემებმა 6.7 სარეიტინგო ქულა დაუწერეს, რაც კვარასთვის საკმაოდ დაბალი და არასტანდარტული შეფასებაა.
ლოგიკურია, რომ ხვიჩას ცუდ თამაშს კრიტიკული შეფასებებიც მოჰყვა. აი, რას წერენ იტალიურ მედიაში ქართველ შემტევზე:
"უკვე განგაშის ზარის ხმები გვესმის. ჩვეულებრივთან შედარებით, კალიარისთან მთელი თამაში თამაშგარეში იმყოფებოდა."
"ქართველი ფეხბურთელი მთელი მატჩი ფლანგზე იდგა და შეტევებში არ ერთვებოდა, რაც მისგან უჩვეულოა."
"ხვიჩა კვარაცხელიასგან გაცილებით მეტს ითხოვენ. მან თამაშში გარდატეხა უნდა შეიტანოს."
"ჰქონდა რამდენიმე კარგი ეპიზოდი, მაგალითად პასი ოსიმენზე, თუმცა ეჭვი არაა, რომ მისგან გაცილებით მეტს ითხოვენ", - წერენ იტალიაში