TBR Football-ის რეპორტიორი, გრემ ბეილი სოციალურ ქსელში გიორგი მამარდაშვილისთვის საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტი წერს, საზაფხულოდ ლივერპული ორივე მეკარემ უნდა დატოვოს, როგორც კელეჰერმა, ისე ალისონმა, მათ ჩანაცვლებას კი კლუბი მამარდაშვილით და რომას ახალგაზრდა მეკარით, რენატო მარინით აპირებს.
ამ ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, დავინახავთ, რომ ლივერპულის ხელმძღვანელობა აქცენტს მომავალზე აკეთებს და გუნდის გაახალგაზრდავებას მაქსიმალურად ცდილობს. ცხადია, მამარდაშვილის ტრანსფერიც ახალი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება.
თუ ბეილის სიტყვები გამართლდა, მაშინ მამარდაშვილს ახალი სეზონიდან ლივერპულში პირველ ნომერს გამზადებულს დაახვედრებენ და ქართველს კონკურენციის გაწევა არც არავისთან არ მოუწევს.