უკვე ოფიციალურად ვიცით, რომ მამარდაშვილი სეზონის დასრულების შემდეგ ბარგს ჩაალაგებს და ინგლისში გაფრინდება, სადაც კარიერის ახალ ეტაპს ლივერპულთან ერთად დაიწყებს.
ეს არის კლუბი, რომელსაც მეკარის პოზიციაზე ნამდვილად არ უჭირს. ერთია მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ალისონი, მეორე კი კელეჰერი, რომელიც ბეკერს უპრობლემოდ ანაცვლებს ხოლმე.
მიუხედავად იმისა, რომ კელეჰერს ახლა სათამაშო წუთები ბეკერის ტრავმის გამო არ აკლია, მას არაერთხელ უთქვამს, რომ მუდმივი პირველნომრობა სურს და ლივერპულის დატოვებას არ გამორიცხავს.
ახლა დაიწერა, რომ ირლანდიელი მეკარით სელტიკია დაინტერესებული, რომელიც მზადაა, რომ კელეჰერში 25-30 მილიონი ევრო გადაიხადოს. შესაბამისად, თუ ეს მართლაც მოხდა, მამარდაშვილს კონკურენციის გაწევა მხოლოდ ალისონისთვის მოუწევს, რომელიც დარჩება თუ არა გუნდში, ისიც საკითხავია.