თორნიკე შენგელიას "ვირტუსი" ევროლიგის მე-11 ტურში "ფენერბახჩეს" დაუპირისპირდა და 82:86 დამარცხდა.
შთამბეჭდავი თამაში აჩვენა ქართველმა კალათბურთელმა, რომელმაც მატჩი ყველაზე დიდი შედეგით დაასრულა, ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 33 წუთში, 23 ქულამ 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
ქართველის გუნდისთვის ეს უკვე მეცხრე წაგებაა მიმდინარე სეზონში, მომდევნო მატჩს კი "პარიზთან" გამართავენ.