გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით იუვენტუსია დაინტერესებული - ინფორმაციას ამის თაობაზე იტალიური გამოცემა Tuttosport ავრცელებს.
წყაროს თქმით, ლიონის ფინანსური პრობლემების ფონზე, გამორიცხული არ არის იუვენტუსმა სიტუაციით ისარგებლოს და ქართველი შედარებით დაბალ ფასად გადაიბიროს.
შეგახსენებთ, თუ ლიონი ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, ლიგა 2-ში დაქვეითება ემუქრება.
თავის მხრივ, გიორგის ფრანგულ კლუბში ტრანსფერი ისეთივე წარმატებული არ გამოდგა, როგორსაც გულშემატკივრები ელოდნენ - 24 წლის ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩნა, ჯამურად კი მოედანზე 543 წუთი გაატარა.