ტორინოსთან წარმატებული შეხვედრის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიური გამოცემების მოწონება და შექება დაიმსახურა.
იგივე გამოცემები წერენ, რომ მომდევნო შეხვედრაში, რომელსაც ნაპოლი ლაციოსთან გამართავს, შესაძლოა ხვიჩა სათადარიგოთა სკამზე ვიხილოთ - ამის მიზეზი არც ტრავმა, არც დისკვალიფიკაცია ან მწვრთნელის უკმაყოფილებაა, პირიქით, კონტეს სურს გუნდის ლიდერი დაასვენოს.
საქმე იმაშია, რომ ნაპოლის ლაციოსთან ზედიზედ ორი დაპირისპირება ორ დღის მონაკვეთში ელის, ჯერ 6 დეკემბერს თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე და 8 დეკემბერს სერია ა-ს მე-15 ტურის მატჩი.
თუ ადგილობრივ გამოცემებს დავუჯერებთ, კონტე სათასო შეხვედრისთვის რამდენიმე წამყვანი მოთამაშის დასვენებას გეგმავს და სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა, რომელიც, თუ საჭირო გახდება მატჩში მეორე ტაიმიდან ჩაერთვება.