სკუდეტოს შემოქმედებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა ერთად თამაშისას არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შემოგვთავაზეს.
ოსიმენს მუდმივად ევალებოდა გოლების გატანა, კვარას კი მათი შექმნა, რაც ლუჩანო სპალეტიმ საოცრად დაალაგა და ნაპოლიმ ნანატრი ტიტული მოიგო.
ვიქტორ ოსიმენმა სერია A-ში თამაშისას სულ 65 გოლი გაიტანა, კვარაცხელიას კი ამ დრომდე 28 გოლი აქვს გატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კვარას ნიგერიელის შედეგის გაუმჯობესებამდე 38 გოლი სჭირდება.