TBR Football-მა დაწერა, რომ ინგლისიდან ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით სერიოზულადაა დაინტერესებული ლივერპული, რომელსაც სალაჰისთვის ახალი კონტრაქტი ჯერაც არ შეუთავაზებია მიუხედავად იმისა, რომ მოჰამედი ამაზე უკვე საჯაროდ საუბრობს.
როგორც ჩანს, ლივერპულში ეგვიპტელ ფეხბურთელზე მომავლის აგებას აღარ განიხილავენ, მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი სწორედ ქართველი ფეხბურთელია.
Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ნაპოლიში კვარას ფასი 83 მილიონი ევროა. სხვათა შორის, ლივერპულთან ერთად საქმეში მანჩესტერ სიტიცაა, რომელიც დიდ რეგრესს განიცდის და ახალი ფეხბურთელების ძიებაშია.
მიუხედავად სიტის დაინტერესებისა, მთავარი მაინც ლივერპულის ამბებია, სადაც ყველა ერთხმად თანხმდება, რომ კვარაცხელიას პროფილის ფეხბურთელი მათთვის მომგებიანი ტრანსფერი იქნება.