როგორც იცით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ ორჯერ მოიპოვა, ჯერ მასპინძლობით, შემდეგ კი საკვალიფიკაციო ეტაპისა და პლეიოფის გადალახვით.
ახალგაზრდული ევრო 2025 ზაფხულში დაიწყება, ჯგუფურ ეტაპზე კი საქართველოს მეტოქეები საფრანგეთი, პორტუგალია და პოლონეთი იქნებიან.
რამაზ სვანაძის გუნდი პირველ შეხვედრას 11 ივნისს გამართავს და მთავარ კონკურენტ პოლონეთს შეხვდება. შემდეგ მოდის საფრანგეთი 14 რიცხვში, სამი დღის შემდეგ კი პორტუგალია.