5 დეკემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თბილისის "დინამო" თანაქალაქელ "სპაერს" დაუპირისპირდება.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
საფინალო მატჩამდე "დინამომ", "იბერიას", "კოლხეთისა" და "დინამო ბათუმის" ბარიერები დაძლია.
ხოლო "სპაერმა" აქამდე მოსასვლელად "ხობის", "ლოკომოტივი 2-ის", "თელავისა" და "გაგრას" დამარცხება შეძლო.
ტურნირის "რეკორდსმენის" წოდება ფინალისტ დინამოელებს ეკუთვნით, რომელნიც თასს 13-ჯერ დაეუფლნენ.
"დინამომ" თასი 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 2003, 2004, 2009, 2013, 2014, 2014 და 2015 წლებში მოიგო.