საკმაოდ ცნობილმა იტალიელმა მენეჯერმა, ვალტერ საბატინიმ ხვიჩა კვარაცხელია დაიცვა იმ კრიტიკოსებისგან, რომლებიც ქართველს თავს თითქმის ყოველი მატჩის შემდეგ ესხმიან ხოლმე.
ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი სეზონი აქვს და ნაპოლის გამარჯვებებში ქართველ ფეხბურთელს უდიდესი როლი აქვს. ამ ფეხბურთელს ისეთი ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებსაც ამის არანაირი უფლება არ აქვთ.
- თქვა საბატინიმ.
სხვათა შორის, საბატინი უწინ ამბობდა, რომ ნაპოლის საჩემპიონო სეზონში მთავარი შემოქმედი სწორედ ხვიჩა კვარაცხელია იყო.