იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, ვალტერ საბატინიმ ამავე ქვეყნის კლუბებს ორი ქართველი ფეხბურთელის შეძენა ურჩია.
როგორც საბატინი თვლის, სერია A-ს გუნდები გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერით უნდა დაინტერესდნენ.
მიმაჩნია, რომ არაერთი იტალიური კლუბისთვის იქნება საინტერესო დანამატი გიორგი მიქაუტაძე. მე მასზე დიდი ხანია ვსაუბრობ. აიაქსში კარგი პერიოდი არ ჰქონია, თუმცა ახლა შესანიშნავად გამოიყურება.
გარდა მიქაუტაძისა, საინტერესო პროფილის ფეხბურთელია გიორგი ქოჩორაშვილიც. ის ლევანტეში თამაშობს და ყურადღების მიპყრობას იმსახურებს.
- ამბობს საბატინი.