როგორც იცით, რონალდ არაუხომ ხანგრძლივი დაზიანება 2024 წლის კოპა ამერიკაზე მიიღო და ბარსას ახალი დამრიგებლის ხელში ჯერ არ უთამაშია.
ესპანურმა AS-მა დაწერა, რომ ურუგვაელი მცველი გამოჯანმრთელების გზას ადგას და სულ მალე სამატჩო განაცხადშიც უნდა დაბრუნდეს.
ისინი წერენ, რომ არაუხო 7 დეკემბრის შეხვედრისთვის სათამაშოდ უკვე მზად იქნება, თუმცა თუ ფლიკი თავს მაინც დაიზღვევს, მაშინ არაუხოს 12 დეკემბრისთვის ათამაშებენ.